ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელს სრული უფლება აქვს, ირანის აგრესიისგან თავი დაიცვას
ისრაელს სრული უფლება აქვს, ირანის აგრესიისგან თავი დაიცვას, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ნეთანიაჰუ მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად მას შემდეგ ჩავიდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
ამასთან, ნეთანიაჰუს რუსეთში ჩასვლამდე, სირიამ ისრაელი დამასკოს სიახლოვეს სირიული სამხედრო პოზიციების დაბომბვაში დაადანაშაულა.
2015 წლიდან, მას შემდეგ რაც სირიის სამოქალაქო ომში რუსეთი პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მხარდამჭერის სახით ჩაერთო, ის ისრაელის მხრიდან თავდასხმებზე თვალს ხუჭავდა.