ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელმა რუსეთსა და აშშ-ს ნათლად განუმარტა, რომ უსაფრთხოების ინტერესების დასაცავად სირიაში მოქმედებას გააგრძელებს
ისრაელმა რუსეთსა და აშშ-ს ნათლად განუმარტა, რომ უსაფრთხოების ინტერესების დასაცავად სირიაში მოქმედებას გააგრძელებს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
ბენიამინ ნეთანიაჰუმ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ სირიის მთავრობასთან ოპოზიციის კონტროლირებული ტერიტორიებიდან ირანისგან მხარდაჭერილი ჯგუფების გამოყვანაზე იმუშავებენ.
სირიის ტერიტორიაზე შიიტური სამხედრო ჯგუფების ყოფნას ისრაელი აპროტესტებს და აცხადებს, რომ დიპლომატიის არაეფექტურობის შემთხვევაში, საფრთხეს ძალით შეეწინააღმდეგება.
ვაშინგტონმა და მოსკოვმა შეთანხმებას APEC-ის სამიტზე მიაღწიეს. შეთანხმების თანახმად, რუსეთი შეეცდება, რომ შიიტური სამხედრო ჯგუფები ისრაელის მიერ კონტროლირებული გოლანის სიმაღლეების მოსაზღვრე ტერიტორიიდან და იორდანიის სასაზღვრო ზონიდანაც უნდა გავიდნენ.