ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელის შედარება ნაცისტების და ჰიტლერის ჰოლოკოსტთან წითელ ხაზს კვეთს
ისრაელის შედარება ნაცისტების და ჰიტლერის ჰოლოკოსტთან წითელ ხაზს კვეთს, – ამის შესახებ აღნიშნულია ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებაში.
ნეთანიაჰუ ბრაზილიის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ღაზის სექტორში ისრაელის ქმედებები ჰოლოკოსტს შეადარა.
როგორც ისრაელში აცხადებენ, ისინი „ჰამასის“ გასანადგურებლად და მძევლების დასაბრუნებლად იბრძვიან.
შეგახსნებეთ, ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ განაცხადა: „იმას, რაც ღაზის სექტორში პალესტინელ ხალხთან მიმართებაში ხდება, ისტორიულ მომენტებში, ფაქტობრივად, არ აქვს ანალოგი. თუმცა რეალურად არსებობს ამის ანალოგი, მაშინ როდესაც ჰიტლერმა გადაწყვიტა ებრაელების დახოცვა“.