ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელის ჯარები მიაღწევენ „ჰამასის“ ყველა წევრამდე ღაზის სექტორის ყველა კუთხეში
ისრაელის ჯარები მიაღწევენ „ჰამასის“ ყველა წევრამდე ღაზის სექტორის ყველა კუთხეში, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზის სექტორთან ბაზირებული ისრაელის არმიის ჯარისკაცებთან შეხვედრისას განაცხადა.
ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყნის არმიას აქვს ორი ამოცანა: „ჰამასის“ განეიტრალება და მძევლების სახლში დაბრუნება.
„გახსოვთ, როდესაც თქვეს, რომ ღაზაში არ შევიჭრებოდით? შევიჭერით. მათ თქვეს, რომ ჩვენ ვერ მივიდოდით ღაზის გარეუბნებში, ჩვენ მივედით. მათ თქვეს, რომ შიფაში არ შევიდოდით, შევედით. ღაზაში ადგილი არ არის, სადაც ჩვენ ვერ მივაღწევთ. „ჰამასის“ მკვლელებისთვის სამალავი და თავშესაფარი არ არსებობს“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.