ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი უკრაინას „რკინის გუმბათის“ საჰაერო თავდაცვის სისტემას არ გადასცემს, რადგან ეს სისტემა შესაძლოა, ირანის ხელში მოხვდეს
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი უკრაინას „რკინის გუმბათის“ საჰაერო თავდაცვის სისტემას არ გადასცემს, რადგან ეს სისტემა შესაძლოა, ირანის ხელში მოხვდეს

ისრაელი უკრაინას „რკინის გუმბათის“ საჰაერო თავდაცვის სისტემას არ გადასცემს, რადგან ეს სისტემა შეიძლება, ირანის ხელში მოხვდეს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ „ვოლ სთრით ჯორნალთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, თუ ეს სისტემა ირანის ხელში მოხვდება, მაშინ მილიონობით ისრაელის მოქალაქე დარჩება დაუცველი და იქნება რისკის ქვეშ.

ნეთანიაჰუმ ასევე უარყო სხვა მაღალტექნოლოგიური იარაღის უკრაინისთვის გადაცემა, რადგან ის შეშფოთებულია, რომ შესაძლოა, ის უკრაინის ბრძოლის ველზე სხვების ხელში აღმოჩნდეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ისრაელმა რუსეთთან შეშფოთება გამოთქვა ირანთან მზარდი სამხედრო კავშირების გამო, რომელიც უკრაინაზე თავდასხმისთვის მოსკოვს უპილოტო თვითმფრინავებით ამარაგებს.