ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი სირიის ტერიტორიაზე ირანის ბაზის არსებობას ვერ დაუშვებს
ისრაელის პოლიტიკაა, არ დაუშვას სირიის ტერიტორიიდან ლიბანში, რადიკალური მოძრაობა „ჰეზბოლასთვის“ იარაღის მიწოდება.
ამის შესახებ ნატო-ს ქვეყნების ელჩებთან შეხვედრისას ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ირანს ახლო აღმოსავლეთში იმპერიის შექმნა სურს, თუმცა ისრაელი სირიის ტერიტორიაზე ირანის ბაზის არსებობას ვერ დაუშვებს.