ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი მზად არის უკიდურესად ძლიერი მოქმედებისთვის ჩრდილოეთში
ისრაელი მზად არის უკიდურესად ძლიერი მოქმედებისთვის ჩრდილოეთში, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ლიბანის საზღვართან მდებარე ქალაქ კირიათ შმონაში ვიზიტის დროს განაცხადა.
ლიბანის საზღვართან ნეთანიაჰუ ისრაელის თავდაცვის ძალების 769-ე ბრიგადის ძალებს ხვდება ლიბანური დაჯგუფების, „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ოპერაციების განსახილველად.
„ვინც ფიქრობს, რომ შეუძლია ზიანი მოგვაყენოს და ჩვენ ხელშეკრულები დავსხდებით, დიდი შეცდომა დაუშვა. მიწა გუშინ დაიწვა და მოხარული ვარ, რომ ჩააქრეთ, მაგრამ მიწა ასევე დაიწვა ლიბანში. ჩვენ მზად ვართ ძალიან ძლიერი მოქმედებისთვის ჩრდილოეთში. ასეა თუ ისე, ჩვენ აღვადგენთ უსაფრთხოებას ჩრდილოეთში“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ცნობისთვის, ლიბანიდან განხორციელებული სარაკეტო დაბომბვის შედეგად ისრაელის ჩრდილოეთში, დასახლებულ პუნქტებთან მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.