ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი არ მიიღებს ტერორიზმის მხარდამჭერი ერდოღანის „ქადაგებას“
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გააკრიტიკა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი იმ განცხადებისთვის, რომელშიც ერდოღანმა ისრაელს „ტერორისტული სახელმწიფო“ უწოდა.
„ის ისრაელს ტერორისტულ სახელმწიფოს უწოდებს, მაგრამ თავისი ქმედებებით მხარს უჭერს ტერორისტულ სახელმწიფო „ჰამასს“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუს თქმით, „ერდოღანმა თავად დაბომბა თავისივე ქვეყნის, თურქეთის სოფლები, ამიტომ მისგან „ქადაგებას“ არ მიიღებს“.
ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა დღეს განაცხადა, რომ ისრაელი ტერორისტული სახელმწიფოა და ის ბირთვულ იარაღს ფლობს.
„ისრაელი ახორციელებს ქალაქისა და მისი მოსახლეობის სრული განადგურების სტრატეგიას. ღიად ვამბობ, ისრაელი ტერორისტული სახელმწიფოა. მივმართავ ნეთანიაჰუს, შენ გაქვს ატომური ბომბი, ბირთული ბომბი და იმუქრები ამით, თუმცა რაც არ უნდა გქონდეს, შენი დასასრული ახლოსაა. ისრაელი თუ ასე გააგრძელებს ხოცვა-ჟლეტას, ყველგან დარეგისტრირდება, რომ ეს არის ტერორისტული სახელმწიფო, რომელიც დაწყევლილია მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.