ბენიამინ ნეთანიაჰუ იმედოვნებს, რომ ევროკავშირის ქვეყნები იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად აღიარებს
ბრიუსელში ვიზიტით მყოფი ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ იმედოვნებს, რომ ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად აღიარებს.
ამის შესახებ ბენიამინ ნეთანიაჰუმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელთან, ფედერიკა მოგერინისთან შეხვედრის დროს განაცხადა.
ისრაელის მთავრობის მეთაურმა პალესტინელებს ისრაელის სახელმწიფოსა და მის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება რეალობის აღიარებაა და საფუძვლად მშვიდობა უდევს.
თავის მხრივ მოგერინიმ თქვა, რომ ევროკავშირი იერუსალიმის საკითხზე „საერთაშორისო კონსენსუსის“ აღიარებას გააგრძელებს.