ბენიამინ ნეთანიაჰუ იმედოვნებს, რომ აშშ გოლანის მაღლობს ისრაელის ტერიტორიად აღიარებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ოფიციალური თელ-ავივი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, გოლანის მაღლობზე ქვეყნის სუვერენიტეტის აღიარებისთვის ბოლომდე იბრძოლებს.
აღსანიშნავია, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუმ ცოტა ხნის წინ, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, დონალდ ტრამპის მრჩეველ, ჯონ ბოტონს უმასპინძლა.
თელ-ავივში აშშ-ის მიერ გოლანის მაღლობის ისრაელის ტერიტორიად აღირების სურვილი ჯერ კიდევ მაისში გამოთქვეს. მათი განმარტებით, ოფიციალური ვაშინგტონის ამ ნაბიჯის შემდეგ, აღნიშნული პრობლემა რამდენიმე თვეში მოგვარდება. თუმცა, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველმა, ჯონ ბლტონმა განაცხადა, რომ ვაშინგტონში აღნიშნული საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება.
ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი სადავო ტერიტორია, გოლანის მაღლობი, 1967 წლის ექვსდღიანი ომის შემდეგ ისრაელმა დაიკავა. მანამდე, ლევანტის რეგიონში არსებული გოლანის მაღლობები სირიის პროვინციის, კუნეიტრის შემადგენლობაში შედიოდა. ტერიტორიის დაკავების შემდეგ ისრაელის პარლამენტში მიიღეს კანონი, რომლის საფუძველზეც ისრაელმა გოლანის მაღლობზე თავისი სუვერენიტეტი გამოაცხადა. გოლანის მაღლობებს სირიაც და ისრაელიც საკუთარ ტერიტორიებად მიიჩნევენ.