ბენიამინ ნეთანიაჰუ იაირ ლაპიდსა და ბენი განცს საგანგებო, ერთიან მთავრობაში შესვლას სთავაზობს
„ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სთავაზობს ოპოზიციურ პარტიებს „იეშ ატიდსა“ და „ეროვნულ ერთიანობას“ საგანგებო მთავრობაში შესვლას. ამის შესახებ Timesofisrael-ი წერს.
ბენი განცი ამბობს, რომ ის განიხილავს ასეთ მთავრობაში შესვლას ომის გახანგრძლივების შემთხვევაში, მაგრამ ამბობს, რომ მთავრობა „მარტო უნდა გაუმკლავდეს უსაფრთხოების გამოწვევებს“. „ეროვნული ერთიანობის“ ლიდერმა განაცხადა, რომ, მიუხედავად ამისა, ამჟამინდელი მთავრობა მიიღებს სრულ მხარდაჭერას „ნებისმიერი პასუხისმგებელი და გადამწყვეტი ქმედებებისადმი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.
იაირ ლაპიდმა აღნიშნა, რომ ის შეუერთდება „შემცირებულ, პროფესიონალურ, საგანგებო მთავრობას“ და თქვა, რომ შეუძლებელი იქნება ომის მართვა „ამჟამინდელი კაბინეტის ექსტრემალური და დისფუნქციური შემადგენლობით“.