ბენიამინ ნეთანიაჰუ გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ იერუსალიმში გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა.
როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში განაცხადეს, პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა დევიდ ქემერონსა და ანალენა ბერბოკს მათი მთავრობების მიერ „ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერისა და ისრაელის სახელმწიფოზე ირანის თავდასხმისგან დაცვისთვის“.
ამასთან, ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი ყველაფერს აკეთებს ღაზაში ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებით.
„პრემიერი არ ეთანხმება საერთაშორისო ორგანიზაციების პრეტენზიას ღაზაში შიმშილის შესახებ და განაცხადა, რომ ისრაელი ყველაფერს აკეთებს ჰუმანიტარული საკითხების მიმართულებით“, – განაცხადეს ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში.