ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჰუმანიტარულ მუშაკებს მიეცემათ უფლება, მოინახულონ მძევლები ღაზაში
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჰუმანიტარულ მუშაკებს მიეცემათ უფლება, მოინახულონ მძევლები ღაზაში.
„მე ველოდები, რომ წითელი ჯვარი შეასრულებს თავის საქმეს, მოინახულებს და მიუტანს მათ საჭირო მედიკამენტებს“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ისრაელის საზოგადოების სიძლიერის ნიშანია.