ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ სირიაში ირანის პოზიციებზე მიტანილი ავიაიერიშები საჭირო გადაწყვეტილება იყო
ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ სირიაში ირანის პოზიციებზე მიტანილი ავიაიერიშები საჭირო გადაწყვეტილება იყო

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ სირიაში ირანის პოზიციებზე მიტანილი ავიაიერიშები საჭირო გადაწყვეტილება იყო, რადგან „ისლამისტურმა რესპუბლიკამ წითელი ხაზი გადაკვეთა“.
ვიდეომიმართვაში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა, ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ისრაელმა „ფართომასშტაბიანი თავდასხმა განახორციელა სირიაში ირანულ პოზიციებზე“.

„ჩვენ ვიმყოფებით ხანგრძლივი ბრძოლის შუაგულში და ჩვენი პოლიტიკა მკაფიოა: არ მივცემთ საშუალებას ირანს, რომ სამხედრო კუთხით სირიაში დაფუძნდეს“, – აცხადებს ბენიამინ ნეთანიაჰუ.