ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ისრაელს შეუძლია ირანის ნებისმიერ წერტილამდე მიღწევა
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში ისრაელს შეუძლია ირანის ნებისმიერ წერტილამდე მიღწევა.
სიტყვით გამოსვლისას ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებისა და უსაფრთხოების სამსახურების მთავარ ამოცანას ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის პრევენცია წარმოადგენს.
„დღეს ისრაელს ირანში მოქმედების იმაზე მეტი თავისუფლება აქვს, ვიდრე ოდესმე. საჭიროების შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია, მივაღწიოთ ირანის ნებისმიერ წერტილამდე. უმთავრესი ამოცანა, რომელიც მე დავუსახე ისრაელის თავდაცვის ძალებსა და უსაფრთხოების სამსახურებს, არის ირანისთვის ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობის აღკვეთა“,- განაცხადა ნეთანიაჰუმ.