ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელს რაფაჰში შესასვლელად გარკვეული დრო დასჭირდება
ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელს რაფაჰში შესასვლელად გარკვეული დრო დასჭირდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი რაფაჰში შესასვლელად ემზადება, თუმცა ამისთვის გარკვეული დრო დასჭირდებათ, – ამის შესახებ მან სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა.

„ბოლო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ვუთხარი, რომ შეუძლებელია გამარჯვების დასრულება ისრაელის თავდაცვის ძალების რაფაჰში შესვლისა და „ჰამასის“ ბატალიონის ბოლომდე განადგურების გარეშე. მე უკვე დავამტკიცე თავდაცვის ძალების გეგმა რაფაჰში სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად და ჩვენ მალე ასევე დავამტკიცებთ მოქალაქეების ევაკუაციის გეგმას საბრძოლო ზონებიდან“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ასევე აცხადებს, რომ ისრაელელი სამხედროები აგრძელებენ მოქმედებებს ქალაქ ხან იუნისში.