ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი უარს არ იტყვის თავდაცვაზე და გააგრძელებს ბრძოლას „ჰამასის“ წინააღმდეგ
ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი უარს არ იტყვის თავდაცვაზე და გააგრძელებს ბრძოლას „ჰამასის“ წინააღმდეგ

ღაზის ომთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება გააკრიტიკეს ისრაელში.

ქვეყნის უსაფრთხოების მინისტრმა, იტამარ ბენ გვირმა სასამართლოს ანტისემიტური უწოდა და ებრაელების დევნის მხარდაჭერაში დასდო ბრალი.

წინასწარი გადაწყვეტილების გამოცხადებას ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისრაელი უარს არ იტყვის თავდაცვაზე და გააგრძელებს ბრძოლას „ჰამასის“ წინააღმდეგ.

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება. კერძოდ, ჰააგის სასამართლო არ დაეთანხმა სამხრეთ აფრიკის მოთხოვნას ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ, თუმცა აღნიშნა, რომ ისრაელმა თავიდან უნდა აიცილოს გენოციდური მოქმედებები.

დროებითი ზომების დაწესებას გამარჯვება უწოდა სამხრეთ აფრიკის დელეგაციამ. ჰააგის სასამართლო ასევე არ დაეთანხმა ისრაელის მოთხოვნას, რომ გენოციდის საქმე დახურულიყო.