ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ღაზის ტერიტორიაზე არ იარსებებს პალესტინის სახელმწიფო და ორგანიზაცია, რომელიც დააფინანსებს ტერორს
ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ღაზის ტერიტორიაზე არ იარსებებს პალესტინის სახელმწიფო და ორგანიზაცია, რომელიც დააფინანსებს ტერორს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელელ ხალხს ჰპირდება, რომ ღაზის ტერიტორიაზე არ იარსებებს პალესტინის სახელმწიფო და ორგანიზაცია, რომელიც დააფინანსებს ტერორს. ისრაელის მედიის ცნობით, ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი სრულ წარმატებას მიაღწევს და ითხოვს ღაზის დემილიტარიზაციას ისრაელის უსაფრთხოების კონტროლის ქვეშ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ასევე აცხადებს, რომ სწორედ მისი დაჟინებული მოთხოვნა უშლიდა ხელს წლების განმავლობაში პალესტინის სახელმწიფოს შექმნას, რომელიც ეგზისტენციალური საფრთხე იქნებოდა ისრაელისთვის.

„ვიდრე მე პრემიერ-მინისტრი ვიქნები, მტკიცედ გავაგრძელებ ამის მხარდაჭერას. თუ ვინმე სხვას აქვს განსხვავბული პოზიცია, გამოავლინონ ლიდერობა და პატიოსნად გამოხატონ პოზიცია ისრაელის მოქალაქეების წინაშე“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.