„ბენფიკა“ ლიდერია ბოლო 10 წელიწადში საკუთარი აღზრდილების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლით #1TVSPORT
ლისაბონის „ბენფიკა“ ლიდერობს ყველაზე მომგებიანი კლუბების რეიტინგს საკუთარი აღზრდილების გაყიდვისგან მიღებული შემოსავლების მიხედვით.
სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრის (CIES) მონაცემებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში პორტუგალიურმა კლუბმა გაყიდა თავისი აკადემიის 30 კურსდამთავრებული 15-დან 21 ასაკამდე (ლაპარაკია მოთამაშეებზე, რომლებმაც აკადემიაში, მინიმუმ, სამი სეზონი გაატარეს) და ამით, ჯამში, გამოიმუშავა 516 მილიონი ევრო.
საინტერესო რეიტინგის ტოპათეული ასე გამოიყურება:
- ბენფიკა – 516 მლნ (30 მოთამაშე)
- აიაქსი – 376 მლნ (36)
- ლიონი – 370 მლნ (32)
- რეალი – 364 მლნ (28)
- ჩელსი – 347 მლნ (28)
- მონაკო – 325 მლნ (18)
- სპორტინგი – 306 მლნ (31)
- ტოტენჰემი – 256 მლნ (23)
- მანჩესტერ სიტი – 254 მლნ (27)
10. ატალანტა – 250 მლნ (34)