„ჩელსის“ ყველაზე ცუდი სატრანსფერო ბალანსი აქვს, „ბენფიკას“ - საუკეთესო #1TVSPORT
„ჩელსის“ ყველაზე ცუდი სატრანსფერო ბალანსი აქვს, „ბენფიკას“ - საუკეთესო #1TVSPORT

ფეხბურთის კვლევის ორგანიზაციამ, CIES Football Observatory-მა ბოლო ხუთი სეზონის განმავლობაში კლუბების დადებითი და უარყოფითი სტრანსფერო ბალანსი შეაჯამა.

კვლევის შედეგად გაირკვა, რომ „ჩელსის“ სატრანსფერო პოლიტიკა ყველაზე წამგებიანია – ლონდონურმა კლუბმა ხუთ სეზონში 782 მილიონი ევრო იზარალა. „ბენფიკა“ კი ამ მხრივ საუკეთესოა – პორტუგალიელებმა ამავე პერიოდში ტრანსფერებით 354 მილიონი ევრო გამოიმუშავეს.

საინტერესოა, რომ ყველაზე უარყოფითი ბალანსი ინგლისურ კლუბებს აქვთ: „ჩელსი“ (მინუს 782 მილიონი), „მანჩესტერ იუნაიტედი“ (მინუს 773 მილიონი), „არსენალი“ (მინუს 622 მილიონი), „ტოტენჰემი“ (მინუს 680 მილიონი), „ნიუკასლი“ (მინუს 574 მილიონი).

ყველაზე დადებითი ბალანსი კი ამ სამეულს აქვს: „ბენფიკა“ (პლუს 354 მილიონი), „აიაქსი“ (პლუს 349 მილიონი), „ლილი“ (პლუს 282 მილიონი).