კაზემირო „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლას ნანობს #1TVSPORT
კაზემირო „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლას ნანობს #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველს კაზემიროს შეცდომად მიაჩნია თავისი გადაწყვეტილება ინგლისურ კლუბში გადასვლის შესახებ, – წერს გამოცემა El Nacional-ი.

წყაროს ცნობით, „იუნაიტედი“ უკმაყოფილოა ბრაზილიელის გამოსვლით, თავად ფეხბურთელიც ასევე ნანობს, რომ დატოვა „რეალი“ და შეუერთდა გუნდს, რომელშიც არატაბილურობაა როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

აღნიშნავენ, რომ მანჩესტერული კლუბის ხელმძღვანელობა კაზემიროს ადგილზე განიხილავს „ბენფიკას“ 19 წლის ნახევარმცველის, ჟოაო ნევეშის გაფორმების შესაძლებლობას. მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. პორტუგალიური მხარე თავის ფეხბურთელში, მინიმუმ, 70 მილიონ ევროს ითხოვს.

31 წლის კაზემირო „რეალიდან“ „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2022 წლის ზაფხულში გადავიდა. მისი მოქმედი ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.