დი მარია კოპა ამერიკას შემდეგ არგენტინის ნაკრებს დაემშვიდობება #1TVSPORT
დი მარია კოპა ამერიკას შემდეგ არგენტინის ნაკრებს დაემშვიდობება #1TVSPORT

„ბენფიკას“ ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ გამოაცხადა, რომ 2024 წლის ზაფხულში დაასრულებს კარიერას არგენტინის ნაკრებში.

„კოპა ამერიკა და ამის შემდეგ ყველაფერი დასრულდება. ეს იქნება ბოლო, რასაც მე ნაკრებში გავაკეთებ.

„ბენფიკამ“ მომცა შესაძლებლობა გამეგრძელებინა თამაში ეროვნულ გუნდში. მე ეს ძალიან მინდოდა. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ შემადგენლობაში მოვხვდე“,- განაცხადა 35 წლის გარემარბმა, რომელიც ახლა ტრავმის აღდგენით არის დაკავებული.

დი მარია არგენტინის ნაკრებში 2008 წლიდან თამაშობს და მის შემადგენლობაში 134 მატჩი დაუგროვდა.

კოპა ამერიკა 2024 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში 20 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება.