ბენეილ დარიუშის განცხადებით 3 ოქტომბერს გასამართი მისი და ჩარლს ოლივეირას ბრძოლა აღარ შედგება
ბენეილ დარიუშის განცხადებით 3 ოქტომბერს გასამართი მისი და ჩარლს ოლივეირას ბრძოლა აღარ შედგება

გიგა ჭიკაძის თანაგუნდელის ბენეილ დარიუშისა (19-4-1 MMA, 13-4-1 UFC) და ჩარლს ოლივეირას (29-8 MMA, 17-8 UFC) ძალიან საინტერესო ბრძოლა, როგორც ჩანს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. დარიუშმა საკუთარ „ინსტაგრამის“ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ მისი და ოლივეირას ბრძოლა აღარ შედგება, რადგან ბრაზილიელი დაპირისპირებას ჩაეხსნა. ჯერჯერობით აღნიშნული ინფორმაცია UFC-ის არ დაუდასტურებია.

„როგორც შემატყობინეს ჩარლსი ბრძოლას ჩაეხსნა. ზუსტად არ ვიცი რა მიზეზით, თუმცა იმედი მაქვს, რომ ჩარლსი კარგად არის. ამჟამად მაქვს მოლაპარაკება UFC-სთან მომავალ გეგმებთან დაკავშირებით. დეტალებს აუცილებლად გაგაგებინებთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი და ოლივეირას ბრძოლა არ შედგება, მინდა მადლობა ვუთხრა UFC-ის, შონ შელბისა და ჩემ ძმა ალი აბდელაზიზს იმისათვის, რომ აღნიშნული დაპირისპირება დაიგეგმა,“ – აცხადებს დარიუში.

ბენეილ დარიუშს ზედიზედ 5 ბრძოლა აქვს მოგებული. ბოლოს მან ეფექტური ნოკაუტით სკოტ ჰოლცმანი დაამარცხა. რაც შეეხება ჩარლს ოლივეირას, ბრაზილიელმა უკანასკნელ დაპირისპირებაში კევინ ლი მომგუდავი ილეთით დაამარცხა. მას ზედიზედ 7 ბრძოლა აქვს მოგებული.

ბენეილ დარიუშის წერილი „ინსტაგრამზე“

 

3 ოქტომბრის ქარდი ასე გამოიყურება (დადასტურებული ბრძოლები):

ჰოლი ჰოლმი – ირენ ალდანა

ჯერმანი დე რანდამიე – ჯულიანა პენია

ანდრეი არლოვსკი – ტანერ ბოსერი

ჯინ იუ ფრეი – ლომა ლუკბუნმე

იორგან დე კასტრო – კარლოს ფელიპე

კარლოს კონდიტი – კურტ მაკგი

ჰეილი ალატენგი – კესი კენი

ჯულია ავლია – ნიკო მონტანო

ტომ ბრიზი – რომან კოპულოვი

ჯოშ კულიბაოჩარლს ჟორდანი