17 დეკემბრიდან „ბენდელას“ თასის გათამაშება დაიწყება, რომელიც აფხაზეთში გმირულად გარდაცვლილი ზაზა ბენდელიანის ხსოვნას ეძღვნება.
ტურნირი უკვე 29-ედ ტარდება და პრესტიჟულ და ტრადიციულ გათამაშებად გადაიქცა. თუმცა, ბოლო წლებში მისი ფორმატი შეიცვალა. ადრე მასში საქართველოს ნაკრების წევრებიც მონაწილეობდნენ, ახლა კი ბავშვებში ტარდება.
თასის გათამაშება „ბენდელას“ სახელობის სტადიონზე ჩატარდება და მთავარი პრიზისთვის 16 გუნდი იბრძოლებს, მათ შორის, ორი უცხოურიც – აზერბაიჯანული „ყარაბახი“ და ყაზახური „აქტაუ“.
„ბენდელას“ თასის კენჭისყრაზე გუნდები ოთხ 4-4-გუნდიან ჯგუფებში გადანაწილდნენ. შემდეგ ეტაპზე კი პირველ-მეორე ადგილებზე გასული გუნდები გავლენ. წლევანდელი გათამაშება, რომელიც 2007 წელს დაბადებულ ბავშვებში ჩატარდება, სტარტს 17 დეკემბერს აიღებს.