„ბენდელას“ თასი „დინამოს“ აკადემიამ მოიგო
„ბენდელას“ თასი „დინამოს“ აკადემიამ მოიგო

თბილისის „დინამო“ „ბენდელას“ თასის 29-ე გათამაშების გამარჯვებული გახდა.

გათამაშება ტრადიციულია და აფხაზეთში გმირულად გარდაცვლილი ზაზა ბენდელიანის ხსოვნას ეძღვნება – წლეულს ტურნირი 29-დ ჩატარდა და საერთაშორისო სტატუსი ჰქონდა – მთავარი პრიზისთვის .აზერბაიჯანული და ყაზახური გუნდებიც იბრძოდნენ.

ფინალში ერთმანეთს „დინამოს“ აკადემიის ორი გუნდი დაუპირისპირდა – 10 და 11-წლამდელები. გადამწყვეტ შეხვედრაში 11 წლამდელებმა ერთი წლით უმცროსებს 3:1 მოუგეს და „ბენდელას“ თასთან ერთად, ინდივიდუალური პრიზებიც უხვად მიიღეს.

საუკეთესო მეკარე – ნოდარ ბედიაშვილი (დინამო U11)
ტექნიკური ფეხბურთელი – საბა კაკულია (დინამო U11)
საუკეთესო თავდამსხმელი – ანდრია ბართიშვილი (დინამო U10)
საუკეთესო ნახევარმცველი – ლუკა ციკოლია (დინამო U10)
საუკეთესო ფეხბურთელი – ვახო სალია (დინამო U11)