ბენ უოლესის განცხადებით, ბრიტანეთი ზამთარში უკრაინის არმიის დახმარებას გაზრდის
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესის განცხადებით, ბრიტანეთი ამ ზამთარს უკრაინის არმიის დახმარების მოცულობას გაზრდის.
მისივე თქმით, გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინას დამატებით ათასამდე საზენიტო რაკეტაც გადასცა და უახლოეს მომავალში კიდევ ათას ერთეულს გადასცემს.
თუმცა, თავდაცვის უწყებას არ დაუზუსტებია, რა ტიპის რაკეტებზეა საუბარი. როგორც განმარტავენ, აღნიშნული რაკეტების საშუალებით დრონებისა და ფრთოსანი რაკეტების ჩამოგდებაა შესაძლებელი.
ამასთან, როგორც მედია წერს, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყებამ უკრაინას საველე პირობებში ღამის გასათევად საჭირო აღჭურვილობის 12 000-მდე კოპმპლექტიც გადასცა.