ბენ უოლესი - დიდი ბრიტანეთი ევროპისთვის „კოკაინის დედაქალაქი“ ხდება
ბენ უოლესი - დიდი ბრიტანეთი ევროპისთვის „კოკაინის დედაქალაქი“ ხდება

დიდი ბრიტანეთი ევროპისთვის „კოკაინის დედაქალაქი“ ხდება, – ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შიდა უსაფრთხოების საკითხებში ბენ უოლესმა განაცხადა.

მისი თქმით, საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წინსვლამ ნარკომოვაჭრეებს მრავალი შესაძლებლობისკენ გაუხსნა გზა. მათ ურთიერთობის უსაფრთხო გარემოს მიაგნეს, სადაც შესაძლებლობა აქვთ, კავშირები სწრაფად დაამყარონ. დაშიფრვის ტექნოლოგიების გავრცელება ნარკომოვაჭრეებს მომხმარებლამდე უშუალო წვდომის საშუალებას აძლევს.

„ახალგაზრდებს დღეს შეუძლიათ შეუკვეთონ ნარკოტიკული საშუალებები. ალბანურ, სერბულ და ადგილობრივ დაჯგუფებებს კი, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების პირდაპირ კარის ზღურბლთან მიწოდების შესაძლებლობა გამოუჩნდათ. ამავე დროს, დიდი ბრიტანეთი სწრაფად ხდება კოკაინის უმსხვილესი მომხმარებელი ევროპაში, არსებობს მაღალი მოთხოვნა მომხმარებელთა მხრიდან“, – განაცხადა ბენ უოლესმა.

ნარკოტიკული საშუალებებისა და ნარკოდამოკიდებულთა მონიტორინგის ევროპული ცენტრის კვლევების თანახმად, ქალაქი ბრისტოლი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებით ევროპაში მე-6 ადგილზეა. ლონდონი კი სტაბილურად მე-4 ადგილს ინარჩუნებს კოკაინის მოხმარების მხრივ. რეიტინგში პირველ ადგილს ბარსელონა იკავებს. ხუთეულში შედიან შვეიცარიის ქალაქებიც.

წყარო: BBC