ბენ უოლასი - დროა, პუტინმა აღიაროს, რომ ცდებოდა, გამოასწოროს შეცდომები, რომლებიც უკრაინელი ხალხის მიმართ დაუშვა და დატოვოს უკრაინა
ახლა დროა, პრეზიდენტმა პუტინმა აღიაროს, რომ ცდებოდა, გამოასწოროს შეცდომები, რომლებიც უკრაინელი ხალხის მიმართ დაუშვა, დატოვოს უკრაინა და დაეხმაროს უკრაინას ნორმალური ცხოვრების აღდგენაში, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლასმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინა არის პრეზიდენტ პუტინის აგრესიული, უკანონო ინტერვენციის მსხვერპლი.
ამასთან, ბენ უოლასმა აღნიშნა, რომ მთელ საერთაშორისო საზოგადოებს სურს, უკრაინელი ხალხის თავისუფლება გაძლიერდეს და უკრაინის სუვერენიტეტი დაცული იყოს.
„ბრიტანეთი და უკრაინა ერთმანეთში ინვესტიციას დებენ 2014 წლიდან და მანამდეც. ჩვენ არ ვაპირებთ დანებებას. ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით და მის მიერ გაკეთებული არჩევანის გვერდით. უკრაინა არის პრეზიდენტ პუტინის აგრესიული, უკანონო ინტერვენციის მსხვერპლი და უკრაინელი ხალხი საშინლად ინტანჯება რუსული ჯარის ხელით, რომელიც განურჩევლად ხსნის ცეცხლს უდანაშაულო ხალხისა და მოქალაქეების მოსაკლავად, ქალაქების ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად. ეს სრულიად ეწინააღმდეგება იმას, რაც პრეზიდენტმა პუტინმა თქვა. პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინელები დახვდებოდნენ მას, როგორც განმათავისუფლებელს, თუმცა ის ცდებოდა. ის ამტკიცებდა, რომ მისი არმია დაუმარცხებელია, თუმცა ცდებოდა. ის ასევე ამტკიცებდა, რომ საერთაშორისო საზოგადოება არ დადგებოდა ერთიანად და მტკიცედ და ის ასევე ცდებოდა. ახლა დროა, პრეზიდენტმა პუტინმა აღიაროს, რომ ცდებოდა, გამოასწოროს შეცდომები, რომლებიც უკრაინელი ხალხის მიმართ დაუშვა, დატოვოს უკრაინა და დაეხმაროს უკრაინას ნორმალური ცხოვრების აღდგენაში. მთელ საერთაშორისო საზოგადოებს სურს, უკრაინელი ხალხის თავისუფლება გაძლიერდეს და უკრაინის სუვერენიტეტი დაცული იყოს“, – განაცხადა ბენ უოლასმა ლონდონში, უკრაინის თავდაცვის მინისტრ ალექსეი რეზნიკოვითან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.