ბენ ჰოჯესი - ძლიერი ინვესტირება საქართველოს უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, ფრანგული თუ ამერიკული კომპანიები მოინდომებენ, დაიცვან თავიანთი ინვესტიცია, დასვამენ კითხვას, რა და რატომ ხდება აქ
ძლიერი ეკონომიკური ინვესტირება ისევე მნიშვნელოვანია საქართველოს უსაფრთხოებისთვის, როგორც „პეტრიოტების“ თუ „ჰაიმარსების“ მიწოდება და ნატო-ს კონტინგენტის ზრდა შავი ზღვის რეგიონში, – ამის შესახებ ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ყოფილმა ხელმძღვანელმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა განაცხადა.
ბენ ჰოჯესის განცხადებით, საქართველოსთვის ანაკლიის პორტი მნიშვნელოვანი პროექტი იქნება.
„უმეტესობამ იცის, რომ მე ანაკლიის პორტის დიდი მხარდამჭერი ვარ, მე მასში ფინანსურ მხარეს არ წარმოვადგენ, მინდა, ეს ძალიან მკაფიო იყოს, რომ არ თქვან, უკრაინა უფრო მეტად მიყვარს, რადგან თითქოს მიხდიან. ჩემი ერთადერთი ინტერესი ანაკლიის მიმართ არის ის, რომ მიყვარს ტრანსპორტი, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანი ნაწილია განვითარებისთვის. თქვენმა პრეზიდენტმა მითხრა 2013 წელს, რომ საქართველოს აქვს პორტი, თუმცა ვაჭრობის იდეა, რომელიც გადის შავი ზღვაზე აღმოსავლეთით და დასავლეთით, არა მხოლოდ საქართველოს მოუტანს სარგებელს. გერმანული, ფრანგული, ბრიტანული, ამერიკული კომპანიები და სხვები იტყვიან, რომ აქ არის ჩვენი ლოჯისტიკური ჰაბი. როდესაც გერმანული კომპანია გეყოლებათ აქ, ის დაინტერესდება, რა ხდება საქართველოში და გაუჩნდება კითხვა, რატომ არიან რუსი სამხედროები აფხაზეთში? აქ არსებობს გარკვეული კავშირი, ფრანგული, გერმანული, ბრიტანული თუ ამერიკული კომპანიები მოინდომებენ, დაიცვან თავიანთი ინვესტიცია საქართველოში, ამიტომ დასვამენ კითხვას, რა და რატომ ხდება აქ. ეკონომიკური უსაფრთხოება, საერთო ჯამში, არის ეროვნული, რეგიონული და სტრატეგიული გეგმა“, – განაცხადა ჰოჯესმა.