ბენ განცი - ისრაელი მზადაა, გაანადგუროს „ჰამასი“, ასევე იპოვოს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გზა ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის
ბენ განცი - ისრაელი მზადაა, გაანადგუროს „ჰამასი“, ასევე იპოვოს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გზა ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის

ისრაელის ე.წ. ომის კაბინეტის წევრი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბენ განცი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისსა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს, ჯეიკ სალივანს შეხვდა.

ბენ განცმა აშშ-ის მაღალჩინოსნებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ისრაელი მზადაა, მიაღწიოს მიზნებს – გაანადგუროს ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“, ასევე იპოვოს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გზა ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.

„განცმა გაიმეორა ისრაელის მიზნის შესრულების აუცილებლობა, რათა გაანადგუროს ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ და იპოვონ გზა ჰუმანიტარული დახმარების მშვიდობიან მოსახლეობამდე მიღწევის უზრუნველსაყოფად. ამასთან, ისაუბრა ღაზაში ყველა სამხედრო მიზნის შესრულების მნიშვნელობაზე, რაც უზრუნველყოფს რეგიონის სტაბილურობასა და კეთილდღეობას“, – აღნიშნულია განცის ოფისის განცხადებაში.

ბენ განცმა მადლობა გადაუხადა კამალა ჰარისსა და ჯეიკ სალივანს მძევლების გათავისუფლების მცდელობისთვის. განცის განცხადებით, ისრაელის მთავარი მიზანია მძევლების დაბრუნება.