საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სერბეთში ვიზიტის ფარგლებში ბელგრადში საქართველოს საკონსულო გაიხსნა.
საქართველოს საპატიო კონსულად დაინიშნა ბელგრადის ეკონომიკური ინსტიტუტის დირექტორი, დრაგან შაგოვნოვიჩი.
საპატიო კონსულის ოფისში განთავსდება სერბეთში და მთლიანად დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში საქართველოდან მივლენილი პირველი დიპლომატიური წარმომადგენელი, საქმეთა დროებითი რწმუნებული ილია კობერიძე, რომელიც მანამდე საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
მომავალში სერბეთში საქართველოს საელჩოს გახსნაც იგეგმება.