ბელგრადში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით აქციები გრძელდება. სერბეთის დედაქალაქის ქუჩებში ამ მოთხოვნით 15 ათასზე მეტი ადამიანი გავიდა.
ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ალექსანდ ვუჩიჩს ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ მიჰყავს.
აქციის მონაწილეებმა მშვიდობიანი მსვლელობა გამართეს. მოგვიანებით, ისინი სახელმწიფო ტელეკომპანიის შენობასთან მივიდნენ და ტელეარხის გენერალური დირექტორის გადადგომა მოითხოვეს. დემონსტრანტებს ხელში ეჭირათ ტრანსპარანტები წარწერით „ერთი ხუთი მილიონიდან“.
ალექსანდ ვუჩიჩმა მანამდე განაცხადა, რომ გადადგომას იმ შემთხვევაშიც არ აპირებს, თუ ქუჩაში ხუთი მილიონი ადამიანი გავა. სულ სერბეთში შვიდი მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
სერბეთში აქციები უკვე მეხუთე კვირაა არ წყდება. დემონსტრაციების დაწყების საბაბი ოპოზიციონერი დეპუტატის ცემა გახდა. ოპონენტები აცხადებენ, რომ მომხდარში პრეზიდენტია დამნაშავე, რომელიც ოპონენტების მიმართ ხისტი რიტორიკით, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობას აქეზებს.