ბელგრადში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ოლივერ ივანოვიჩის მკვლელობის წლისთავზე ათასობით ადამიანმა დემონსტრაცია გამართა
ბელგრადში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ოლივერ ივანოვიჩის მკვლელობის წლისთავზე ათასობით ადამიანმა დემონსტრაცია გამართა.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მკვლელების დასჯა მოითხოვეს. დემონსტრაციის მონაწილეებმა ლამპრებითა და ანთებული მობილურებით ხელში სერბეთის დედაქალაქის ქუჩებში მდუმარე აქცია გამართეს.
ოპოზიციური პარტიის „თავისუფლების, დემოკრატიისა და სამართლიანობის“ ლიდერი ოლივერ ივანოვიჩი კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში ზურგში ექვსი გასროლით მოკლეს. პოლიტიკოსის მკვლელები ამ დრომდე არ დაუკავებიათ.
ბელგრადში გამართული საპროტესტო მსვლელობის ორგანიზატორები ის ჯგუფები იყვნენ, რომლებიც უკვე რამდენიმე კვირაა ყოველ შაბათს სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის წინააღმდეგ დემონსტრაციებს მართავენ.