ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული სოფელი გოლოვჩინო დაბომბეს
რუსეთის ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული სოფელი გოლოვჩინო დაბომბეს.
როგორც „ბიბისის“ რუსული სამსახური წერს, დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
რუსულ სოციალურ მედიაში დანგრეული სახლის ფოტოები გავრცელდა.