რუსეთის ბელგოროდის ოლქში ფედერალური საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და რეაგირების სამთავრობო კომისიის რიგგარეშე სხდომის შემდეგ გაავრცელა.
რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბელგოროდის ოლქში რეაგირების ფედერალური დონე იმოქმედებს. ეს არის საგანგებო მდგომარეობის უმაღლესი დონე.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში აცხადებენ, რომ ბელგოროდის ოლქში მიმდინარეობს მუშაობა დაზარალებული მოსახლეობისთვის ყოვლისმომცველი დახმარების გაწევის მიზნით, მაგრამ მიმდინარე მოვლენების მასშტაბები რეგიონულ ხელისუფლებას არ აძლევს საშუალებას, დამოუკიდებლად გაუმკლავდეს შედეგებს.