ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი აცხადებს, რომ უკრაინული დრონებით დარტყმის შედეგად ორი ადამიანია დაშავებული
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი აცხადებს, რომ უკრაინული დრონებით დარტყმის შედეგად ორი ადამიანია დაშავებული.
გლადკოვის ცნობით, დარტყმა რაიონული საავადმყოფოს ავტოსადგომზე განხორციელდა. როგორც გუბერნატორი ტელეგრამარხზე წერს, დაშავებულია ცოლ-ქმარი. ავტოსადგომზე კი ხუთი მსუბუქი ავტომობილია დაზიანებული.
უკრაინულ მხარეს ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.