ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი აცხადებს, რომ უკრაინელი სამხედროები ოლქში შეჭრას ცდილობენ - ვითარება საზღვარზე რთული, მაგრამ კონტროლირებადია
უკრაინელი სამხედროები ბელგოროდის ოლქში შეჭრას ცდილობენ. ამის შესახებ ინფორმაციას ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი „ტელეგრამით“ ავრცელებს.
როგორც გუბერნატორი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, „ვითარება საზღვარზე რთული, მაგრამ კონტროლირებადია“.
ბელგოროდის გუბერნატორის განცხადებით, რუსი სამხედროები გეგმურ სამუშაოებს ატარებენ. გლადკოვმა მოსახლეობას მოუწოდა, ენდონ მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს და შეინარჩუნონ სიმშვიდე. მან ასევე აღინიშნა, რომ უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში უკრაინამ რეგიონზე 20-ზე მეტი დრონით განახორციელა თავდასხმა.
ამასთან, რუსული ტელეგრამარხების ინფორმაციით, უკრაინული ძალები ცდილობენ, გაარღვიონ რუსეთის საზღვარი და შეიჭრან ბელგოროდის სამხრეთ რაიონებში. ბლოგერების ინფორმაციით, დაახლოებით 500 უკრაინელი ჯარისკაცი უტევს ორ საკონტროლო-გამშვებ პუნქტს ნეხოტეევკასა და შებეკინოში და ორივე ადგილას ბრძოლები მიმდინარეობს.
ბელგოროდის ოლქი ესაზღვრება კურსკის რეგიონს, სადაც უკრაინელმა ჯარისკაცებმა 6 აგვისტოს განხორციელებული სწრაფი შეჭრის შემდეგ რუსეთის ტერიტორიის ნაწილი დაიკავეს.