ბელგოროდის დაბომბვის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ბელგოროდის დაბომბვის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი

ბელგოროდის დაბომბვის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი. ამის შესახებ ბელგოროდის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა.

მისი ცნობით, ქალაქის მისადგომებთან 10 საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს. მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა ბელგოროდის ოლქის თავზე РСЗО Vampire-ის 10 რეაქტიული ჭურვი გაანადგურეს.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ბელგოროდზე მიტანილი იერიშის შედეგად დაზიანებულია 14 საცხოვრებელი კორპუსი და ხუთი კერძო სახლი, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულება და ორი სავაჭრო ცენტრი.