ბელგიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ბელგია უკრაინაში F-16 ტიპის ავიაგამანადგურებელ რამდენიმე თვითმფრინავს 2025 წელს გაგზავნის
ბელგიის თავდაცვის მინისტრმა, ლუდივინ დედონდერმა განაცხადა, რომ ბელგია უკრაინაში F-16 ტიპის რამდენიმე ავიაგამანადგურებელ თვითმფრინავს 2025 წელს გაგზავნის.
დედონდერს არ დაუკონკრეტებია, რამდენი თვითმფრინავი გაიგზავნება უკრაინაში.
მისივე თქმით, მოიერიშე თვითმფრინავების რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მიიღებს ბელგია ახალ F-35-ებს.
„გარდა საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნისა, ბელგია გააგრძელებს უკრაინელი მფრინავების მომზადებას“, – აღნიშნა ბელგიის თავდაცვის მინისტრმა.
მანამდე ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდერ დე კროომ განაცხადა, რომ ბელგია განიხილავს უკრაინისთვის F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების შესაძლებლობას.