ბელგიის სენატის წევრი - მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ მცდელობებს, გვსურს, უფრო მკაფიო პერსპექტივა გქონდეთ, მნიშვნელოვანია ნაბიჯ-ნაბიჯ წინსვლა, პოზიტიური გადაწყვეტილების იმედი მაქვს
ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ მცდელობებს. მნიშვნელოვანია ნაბიჯ-ნაბიჯ წინსვლა და მე პოზიტიური გადაწყვეტილების იმედი მაქვს, – ამის შესახებ ბელგიის სენატის წევრმა, ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გაეტან ვან გოიდსენოვენმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა და რეალური პერსპექტივა სჭირდება.
„საქართველო ევროპული ქვეყანაა და ბევრ ძალისხმევას სწევთ, რომ ევროკავშირის წევრი გახდეთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს ევროპულ მცდელობებს. ეს გრძელი გზაა, მაგრამ გვსურს, რომ უფრო მკაფიო პერსპექტივა გქონდეთ. ეს ჩვენთვისაც არსებითია, რადგან საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა და დამატებითი, რეალური პერსპექტივა სჭირდება. თქვენ კარგად მიდიხართ ამ გზაზე და ახლა გადაწყვეტილება ჩვენი მისაღებია. გვინდა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მხარდამჭერები ვიყოთ. მნიშვნელოვანია ნაბიჯ-ნაბიჯ წინსვლა და მე პოზიტიური გადაწყვეტილების იმედი მაქვს“, – განუცხადა გაეტან ვან გოიდსენოვენმა საქართველოს პირველ არხს.