ბელგიის სენატის წევრი - ევროკავშირის გაფართოების მხრივ გვესმის საკითხის მნიშვნელობა საქართველოსთვის, გვინდა, წლის ბოლომდე მივაღწიოთ პროგრესს
გაფართოების შესახებ მოლაპარაკების დაწყებას როცა ეხება საქმე, ჩვენ გვესმის საკითხის მნიშვნელობა საქართველოსა და ყველა მომლოდინე ქვეყნისთვის. გვინდა, წლის ბოლომდე მივაღწიოთ პროგრესს. გვსურს, პოზიტიური პასუხი გვქონდეს საქართველოსა და სხვა ქვეყნებისთვის პროგრესთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ბელგიის სენატის წევრმა, ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გაეტან ვან გოიდსენოვენმა განაცხადა.
„იმისთვის, რომ გზავნილი იყოს დადებითი და მოსახლეობისთვის იმედის მიმცემი, ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ“, – აღნიშნა გაეტან ვან გოიდსენოვენმა.
მისივე თქმით, საერთო ღირებულებები კარგი საფუძველია უფრო დიდი, უფრო ძლიერი ევროპისთვის.
„ვიცით, რომ რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებით არსებობს პრობლემები, თან არა მარტო თქვენთან, არამედ ევროპის ამ რეგიონში. ბელგიის პრეზიდენტობისას, ერთ-ერთი მთავარი ინტერესია, პროგრესს მივაღწიოთ და არა მხოლოდ იმედის მიმცემი იყოს გადაწყვეტილებები, არამედ პასუხობდეს გაფართოების შეკითხვებს. საერთო ღირებულებები კარგი საფუძველია უფრო დიდი, უფრო ძლიერი ევროპისთვის, რომელსაც ექნება შესაძლებლობა, ერთ ხმაში ისაუბროს იმ მსოფლიოში, რომელშიც ამდენი პრობლემა და გამოწვევაა“, – განაცხადა გაეტან ვან გოიდსენოვენმა.