ბელგიაში, ქალაქ შატლეს მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქება მოხდა. ინფორმაციას სამაუწყებლო კომპანია RTBF-ი ავრცელებს.
აფეთქება საწარმოს უკანა ნაწილში, კონტეინერების სათავსოში მოხდა. აფეთქების მიზეზი გაზის გაჟონვა გახდა. ინციდენტის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი.
მომხდარის გამო ქარხნიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა, საწარმოს მუშაობა კი შეჩერდა. ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.