ბელგიის ქალაქ ანტვერპენში მებაჟეებმა 4,5 ტონა კოკაინი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბელგიური და ჰოლანდიური მედია ავრცელებს.
კონტრაბანდული ტვირთი ბელგიაში ნიდერლანდებიდან ჩავიდა და მოთავსებული იყო კოლუმბიიდან ექსპორტირებული ბანანის კონტეინერში.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ნიდერლანდების ქალაქ ოსში ექვსი ადამიანი დააკავეს, მათ შორის ოთხი კაცი და ორი ქალია. მათგან ერთ-ერთი კოლუმბიელია.
როგორც გამოცემა Nl Times-ი წერს, აღმოჩენილია ნარკოტიკის ღირებულება 170 მილიონ ევროს შეადგენს.