ბელგიის პრემიერ-მინისტრი - კარლეს პუიჩდემონის ბედი არა მთავრობის, არამედ სასამართლოს გადასაწყვეტია
ბელგიის პრემიერ-მინისტრი - კარლეს პუიჩდემონის ბედი არა მთავრობის, არამედ სასამართლოს გადასაწყვეტია

ბელგიის პრემიერ-მინისტრის თქმით, კატალონიის ყოფილი მეთაურის კარლეს პუიჩდემონის ბედი არა მთავრობის, არამედ სასამართლოს გადასაწყვეტია. შარლ მიშელმა ეს განცხადება დღეს პარლამენტში გააკეთა. მან ასევე მოუწოდა ესპანეთის მთავრობას, შიდა პოლიტიკურ კრიზისი დიალოგის გზით მოაგვაროს.

პარალალურად კატალონიაში საყოველთაო გაფიცვა გრძელდება. ბარსელონას ქუჩებში ათასობით ადამიანი შეიკრიბა და კატალონიის ყოფილი მთავრობის წევრების გათავისუფლება მოითხოვა. აქტივისტებმა რამდენიმე გზატკეცილი გადაკეტეს. მოძრაობა შეფერხებულია, დახურულია მაღაზიები და კაფეები.

ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ მიღებული გადაწყვტილება უკანონოდ გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ კატალონიის „დამოუკიდებლობის დეკლარაცია“ რეგიონულმა პარლამენტმა ოქტომბრის ბოლოს დაამტკიცა. ამის შემდეგ ესპანეთის ხელისუფლებამ კონსტიტუციის 155-ე მუხლი აამოქმედა და კატალონიის პარლამენტი დაითხოვა, ხოლო მთავრობა გადააყენა.

კატალონიის ყოფილი მეთაური კარლეს პუიჩდემონი ამჟამად ბელგიაშია, სადაც მისი ექსტრადირების საკითხს სასამართლო განიხილავს და გადაწყვეტილებას 17 ნოემბერს მიიღებს.