ბელგიის პრემიერ-მინისტრი - ევროპის მოსახლეობა ევროკავშირს უყურებს თავიანთი დაცვის, საერთო მომავლის მომზადების მოლოდინით, საერთო მომავალი აქ, ევროპაში ასევე ნიშნავს უკრაინას ევროპის გულში
ევროკავშირის როტაციული პრეზიდენტობის ვადის დაწყებისას ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრე დე კროომ იმედი გამოთქვა, რომ ევროპა მომავალში უფრო დიდი და გაბედული იქნება.
ბელგიის მთავრობის ხელმძღვანელმა ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან გამართა შეხვედრა.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე ალექსანდრე დე კროომ და ურსულა ფონ დერ ლაიენმა პირობა დადეს, რომ იმუშავებენ უფრო ძლიერი დემოკრატიისა და უკრაინის თავისუფლებისთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების გაზრდით.
„ევროპის მოსახლეობა ევროკავშირს უყურებს. ისინი ევროკავშირს უყურებენ მკაფიო მოლოდინებით, თავიანთი დაცვის მოლოდინებით, ჩვენი კეთილდღეობის გაძლიერების მოლოდინით, საერთო მომავლის მომზადების მოლოდინით. საერთო მომავალი აქ, ევროპაში ნიშნავს ასევე, რა თქმა უნდა, უკრაინას ევროპის გულში“, – განაცხადა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა.
ბელგია ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანა 2024 წლის 30 ივნისამდე იქნება.