ბელგიის პრემიერ-მინისტრი - აშშ-მა ევროპას მოქმედების კურსი არ უნდა უკარნახოს
აშშ-მა ევროპას მოქმედების კურსი არ უნდა უკარნახოს, – ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
შარლ მიშელის თქმით, ნატო-ს სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტისგან ევროატლანტიკური ალიანსის ერთობის მხარდაჭერას ელოდება.
ბელგიის მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ერთიანობის მხარდაჭერა უსაფრთხოებისთვის უნდა მოხდეს, რადგან უსაფრთხოება სამომავლოდ აშშ-ისა და ევროპას შორის ალიანსის შენარჩუნებას გულისხმობს.
შარლ მიშელის განცხადებით, აშშ-ისა და ევროპას შორის ალიანსი ურთიერთპატივისცემას მოითხოვს.
დონალდ ტრამპის მიერ თავდაცვის ხარჯების ზრდის მოთხოვნასთან დაკავშირებით, ბელგიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ თუ ევროპას მშვიდობა და უსაფრთხოება უნდა, თავდაცვის სფეროში ხარჯები უნდა გაზარდოს.