ბელგიის ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა კომისრის ოფისში აცხადებენ, რომ მათი სახელით ქართულმა არასამთავრობომ და მედიასაშუალებამ არჩევნებთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაცია გაავრცელეს
ბელგიის ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა კომისრის ოფისში აცხადებენ, რომ მათი სახელით ქართულმა არასამთავრობომ და მედიასაშუალებამ არჩევნებთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაცია გაავრცელეს

ბელგიის ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა გენერალური კომისრის ოფისში (CGRS) აცხადებენ, რომ არჩევნებთან დაკავშირებით მათი სახელით ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და მედიასაშუალებამ ყალბი ინფორმაცია გაავრცელეს.

კომისრის ოფისში განმარტავენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება როგორც მათი სახელით გავრცელებული ინფორმაცია, ასევე გაყალბებულია წერილი, რომელიც ინფორმაციას ერთვის თან.

CGRS-ში აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი ზომების მიღებას განიხილავენ.

„სოციალურ მედიაში გავრცელდა არასამთავრობო ორგანიზაციის, BelGeo-ს პოსტი (https://www.facebook.com/profile.php?id=61559839102804), რომელიც მოგვიანებით გაზეთმა „ნეტგაზეთმა“ გააზიარა. პოსტში ნათქვამია, რომ CGRS-ი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრაციისკენ მოუწოდებს. ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. CGRS -იარასოდეს გაავრცელებს ასეთ ინფორმაციას. პოსტს თან ერთვის წერილი, რომელიც, პოსტის ავტორის მტკიცებით, CGRS-ს ეკუთვნის. CGRS-ი მთლიანად ემიჯნება აღნიშნული წერილის შინაარსს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ წერილი გაყალბებულია. შესაბამისად, CGRS განიხილავს შესაბამისი სამართლებრივი ზომების მიღებას“, – ნათქვამია კომისრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.