ბელგიელმა სამართალდამცველებმა ტერორიზმის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში 14 საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს, შვიდი პირი დაკითხვაზეა გადაყვანილი
ბელგიელმა სამართალდამცველებმა ტერორიზმის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში 14 საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის ოპერაცია ჩაატარეს.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, შვიდი პირი დაკითხვაზეა გადაყვანილი.
„ისინი ეჭვმიტანილი არიან ტერორისტული თავდასხმის მზადებაში. კონკრეტული სამიზნეები ჯერ დადგენილი არ არის“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ჩხრეკა ჩატარდა ანტვერპენში, ლიჟსა და გენტში, ასევე ბრიუსელში.