ბელგიელი ფერმერები პროტესტის ნიშნად დღეს ზეებრუგესთან პორტის ბლოკირებას გეგმავენ. აქციის მონაწილეები ქვეყნის სიდიდით მეორე პორტთან მისასვლელი გზის, სულ მცირე, 36 საათით ბლოკირებას აპირებენ.
დღეს დილით ფერმერებმა ასევე ჰოლანდიასთან დამაკავშირებელი მაგისტრალიც გადაკეტეს. ტრაქტორების კოლონა მიემართება საპორტო ქალაქ ანტვერპენისკენ.
ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდ დე კრო დღის ბოლოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელებთან გეგმავს შეხვედრას.