ბელგიის ქალაქ ლიეჟის პოლიციამ ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ ბელგიური მედია ავრცელებს.
მედიასაშუალებების ცნობით, მამაკაცი ბრიუსელის მოლენბეკის რაიონის მცხოვრებია. აღსანიშნავია, რომ მოლენბეკში პარიზის ტერაქტის რამდენიმე მონაწილე ცხოვრობდა.
პროკურატურის ცნობით, ეჭვმიტანილი თავდასხმას დანის გამოყენებით გეგმავდა. დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა რამდენიმე მისამართზე ჩხრეკა ჩაატარეს.